ტალინი შედარებით პატარა მაგრამ ისტორიული და კულტურული ღირსშესანიშნაობებით მდიდარი ქალაქია. ესტონეთის დედაქალაქს სანამ ესტუმრებით უმჯობესია კარგად დაგეგმოთ კულტურული პროგრამა. ყველა ტურისტული ობიექტის დასათვალიერებლად დიდი დროა საჭირო,ხოლო ძველი ქალაქის ვიწრო ქუჩებში სეირნობისთვის ერთი დღე არ არის საკმარისი,თუმცა განუმეორებული ატმოსფერო რომელიც ქალაქის ცენტრში სუფევს მის მთავარ თავისებურებად ითვლება.ტურისტებს აქ არამხოლოდ ძველი ციხესიმაგრეების კედლები იზიდავს, ბალტიისპირეთის ლამაზი სანაპირო აქ სეირნობისთვის განგაწყობს.გრილი და ხანმოკლე ზაფხულის მიუხედავად ტალინში საკმაოდ კარგად არის განვითარებული საპლაჟო დასვენება.გარდა ამისა თითქმის მთელი წლის განმავლობაში ქალაქში ურიცხვი ფესტივალი და დღესასწაული ტარდება.