მოსახლეობა ქუთაისში, რუსთაველის გამზირზე, მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობის გამო, ხეების მოჭრას აპროტესტებს. ადგილობრივების ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ ნახევარსაუკუნოვანი ნაძვის ხე მოჭრეს. მათივე თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე მშენებლობას კიდევ რამდენიმე ხე შეეწირა. როგორც ქუთაისის მერიაში აცხადებენ, მერიას ხის მოჭრის ბრძანება არ გაუცია და კომპანია "ალფა+"-ს სახელზე, რომელიც აღნიშნულ ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებს, უკვე შედგენილია საჯარიმო ოქმი.