ვაშინგტონში გაზაფხულის მოსვლას ალუბლების ყვავილობით აღნიშნავენ, საკურას ყვავილობა წლის ერთ-ერთი ყველაზე ღირშესანიშნავი მოვლენაა, რასაც 16 დღიანი ფესტივალის ღონისძიებები ახლავს თან. 1912 წელს იაპონიამ ძღვენის სახით ამერიკას რამდენიმე ძირი ხე გამოუგზავნა. თუმცა გზაში თითქმის ყველა გახმა. პრეზიდენტ უილიამ ტაფტის ბრძანებით ხეები დაწვეს და იმავე წელს საკურას ახალი პარტია ჩამოიტანეს იაპონიიდან.