შვიდთვიანი პანდემიური პაუზის შემდეგ ნეაპოლის სან კარლოს თეატრში დაბრუნდა ნანატრი ცოცხალი შოუ და მაყურებლისთვის კარები გაიღო. იტალიის უძველეს საოპერო თეატრში წარმოდგენილი იყო ყველასათვის საყვარელი ოპერა - ჯუზეპე ვერდის „ტრავიატა“ სადაც ბარიტონის მთავარ როლზე მიწვეული იყო მსოფლიოში სახელგანთქმული ქართველი მომღერალი გიორგი გაგნიძე რომლის შესრულებაც ტრიუმფად შეფასდა.