აშშ-ის, ქალაქ სან-ფრანცისკოში ელექტრონული სიგარეტების გაყიდვა აკრძალეს. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, სანამ აშშ-ის მთავრობა მოქალაქეებზე ელექტრონული სიგარეტების მავნე ზეგავლენას შეაფასებს, იქამდე მათი გაყიდვა უნდა აირძალოს.ჯერ კიდევ გასული წლის სექტემბერში, აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციაში ამბობდნენ, რომ ელექტრონულ სიგარეტს ყველაზე ხშირად მოზარდები ყიდულობენ და სიტუაცია „ეპიდემიას“ ემსგავსება.2017 წელს ელექტრონული სიგარეტის არასრულწლოვნებისთვის მიყიდვის გამო აშშ-ში 1100 მაღაზია გააფრთხილეს, 131 კი დააჯარიმეს. კვლევის მიხედვით კი ირკვევა, რომ აშშ-ში სკოლის მოსწავლეთა 12% თვეში ერთხელ მაინც ეწევა ელექტრონულ სიგარეტს.აღსანიშნავია,რომ ეს პროდუქტი ნიკოტინს შეიცავს და მიჩვევას იწვევს.