გაეროს სოფლის მეურნეობის და სურსათის ორგანიზაციის მიერ მხარდაჭერილი პროექტის "ველური ბუნების მდგრადი მართვის შესაძლებლობების გაძლიერება" ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში ველური ბუნების რესურსების მართვის თანამედროვე სისტემის განვითარებას, ველური ბუნების რესურსების შესახებ არსებული ინფორმაციის გამჭვირვალობის გაუმჯობესებას, ასევე, დაგეგმვისა და ანგარიშგების მიზნებისთვის მათ გამოყენებას. სამუშაო შეხვედრაზე ექსპერტების მიერ განსახილველად წარმოდგენილი იყო პროექტის ფარგლებში შემუშავებული პირველი დოკუმენტის სამუშაო ვერსია, რომელიც მდგრადი ნადირობის რეგულირების საკითხებს ეხება.