თბილისში, პარლამენტის შენობის წინ სამუშაო ადგილებზე გარდაცვლილთა და დაშავებულთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, პროფესიული კავშირების გაერთიანების ორგანიზებით მდუმარე აქცია გაიმართა.
"ვილოცოთ გარდაცვლილთათვის, ვიბრძოლოთ ცოცხლებისათვის", - ამ და სხვა სახით პლაკატებით პროფესიული კავშირების გაერთიანების წევრებმა ქვეყანაში არსებული შრომის კოდექსის მიმართ პროტესტი გამოთქვეს და გარდაცვლილებს პატივი მიაგეს.საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის ირაკლი პეტრიაშვილის განცხადებით, 5 აპრილს მინდელის შახტაში მომხდარის შესახებაც გააკეთა კომენტარი და განაცხადა, რომ მათ საქართველოში მაღალი დონის სპეციალისტები ჩამოიყვანეს, რათა ეს ფაქტი შეისწავლონ.