სიოგუნატა ტოკუგავას მმართველობის პერიოდში სისხლისმღვრელი ომები და შუბის ფლობის ხელოვნება, სამურაიმ და ხმლით ორთაბრძოლებმა ჩაანაცვლა. ხმალს, რომელიც მეომრის მთავარ იარაღად ითვლებოდა კატანა ერქვა, მისი ფლობის ხელოვნებამ კი, კენძუიცუს სახელი შეიძინა.კატანა არა უბრალოდ პროფესიონალი მებრძოლის შეიარაღებად, არამედ სამურაის ღირსების და სახელის, სიმამაცისა და ვაჟკაცობის სიმბოლოდ ითვლებოდა. იარაღს უძველესი დროიდან ეთაყვანებოდნენ, რადგან ის, მზის ღვთაების საჩუქრად ითვლებოდა, რომელიც მან საკუთარ შვილიშვილს - დედამიწის მმართველს უძღვნა ბოროტების დასამარცხებლად და სიკეთის დასაცავად.