სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ახლა გაიგეს, რომ ქვეყანაში 150 000 ბავშვი შიმშილობს, - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ გამართულ ბრიფიგნზე განაცხადა, რითად პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის ინიციატივას გამოეხმაურა სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარებასთან დაკავშირებით. მისივე თქმით, პარლამენტში შეტანილ ბიუჯეტის პროექტში აღნიშნული საკითხები გათვალისწინებული არ არის.