ისტორიულად ყველაზე დაბალ ნიშნულამდე მივაღწიეთ ყველამ ერთად. ქვეყნის გაყოფა არის იმ სახიფათო ზღვართან, რომლის შემდეგაც უნდა დაიწყოს პრობლემების მოგვარება, - ამის შესახებ პარტია “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა საერთო ოპოზიციურ მემორანდუმზე ხელმოწერისას განაცხადა. მისივე თქმით, მიმდინარე პროცესებში ოპოზიციის ერთიანობა არის ის ინსტრუმენტი, რომელმაც პრობლემების მოგვარების ატმოსფერო უნდა შექმნას.