დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ირწმუნება, რომ ქვეყანაში ექიმების დეფიციტი არ არის. როგორც გამყრელიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, საქართველოში ექიმების რაოდენობა 31 ათასამდეა და დაახლოებით 19 ათასი ექთანია. გამყრელიძემ სამედიცინო პერსონალის ინფცირებაზეც ისაუბრა და აღნიშნა რომ დღეის მდგომარეობით 123 პირია ინფიცირებული.
როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, შესაძლოა, იყოს გარკვეული ხარვეზები კორონავირუსის მართვაში, მაგრამ ზოგადად, ჯანდაცვის სისტემა ამას უძლებს და პიკურ დატვირთვასაც გაუძლებს.