საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი აუცილებლად აშენდება. როგორც პრემიერმა „ფეისბუქზე“, პირდაპირ ეთერში მოქალაქის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, გრძელდება არასწორი ინფორმაციის პროპაგანდა ანაკლიის პორტთან დაკავშირებითაც. მამუკა ბახტაძის თქმით, საუბარი იმაზე, რომ მთავრობას არ სურს ანაკლიის პროექტის განხოციელება არის იაფფასიანი სპეკულაცია. ამასთან, პრემიერ-მინისტრის ქმით, „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით არანაირი საქმე არ არსებობს. ბახტაძე განმარტავს, რომ საქმე და გამოძიება მიმდინარეობს სულ სხვა ტრანზაქციაზე, სადაც ფიზიკური პირები შეიძლება მონაწილეობდნენ.