ბოლო პერიოდის განამვლობაში ვრცელდება ცრუ ინფორმაციები, რაც საზოგადოებაში პანიკის დათესვის მიზანს ემსახურება. თუმცა, ეს ინფორმაცია რეალობას არ შეესაბამება და ქვეყანაში შფოთვის საფუძველი არ არსებობს, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.