ერთადერთი ფორმატი, სადაც საქართველო და რუსეთი კონფლიქტის საკითხს განიხილავენ არის ჟენევის ფორმატი, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ ჟურნალისტებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის იმ განცხადების შეფასებისას განუცხადა, სადაც კარასინი ამბობს, რომ ჟენევის მოლაპარაკებების ერთადერთი ალტერნატივა ომია.ლაშა დარსალიას განცხადებით, 48-ვე რაუნდი, რომელიც აქამდე ჩატარებულა ჟენევაში, ასეთი ნეგატიური ფონით მიმდინარეობდა.