მე, ალეკო და „გირჩის“ სამი წარმომადგენელი რომ შევხვდეთ, გიორგის შევჭამთ, თუ რას ვუზამთ?! მთავარია თვითმმართველობის არჩევნები, რომლისთვისაც როგორც გავიგე მზადებას იწყებს გიორგი ვაშაძეც და მისი პარტიაც, იქცეს ერთგვარ პლებისციტად, - ასე ეხმაურება პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან იოსელიანი „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემაში „ნიუსრუმში“ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებას, სადაც ის „გირჩსა“ და „მოქალაქეებთან“ ინდივიდუალურ შეხვედრაზე უარს ამბობს.
ლევან იოსელიანის განცხადებით, გულდასაწყვეტია თუ ოპოზიციას არ სურს საუბარი გამოსავლის ძიებაზე. ამასთან, იოსელიანი მზაობას გამოთქვამს ერთიან ფორმატში შეხვდეს იმ პარტიებს, ვინც ინდივიდუალურ შეხვედრებზე უარს ამბობს.