ჩემთვის ძალიან სამწუხარო ინფორმაციაა, რომ ჩვენ მოვხვდით იმ ქვეყანათა სიაში, რომლის მიერ მიწოდებული სია არ აკმაყოფილებდა ევროსაბჭოს სტანდარტებს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" განაცხადა, როდესაც სტრასბურგში საქართველოს მიერ წარდგენილი მოსამართლეების კანდიდატურების ჩავარდას გამოეხმაურა. მისივე თქმით, ეს ნიშნავს იმას, რომ შესარჩევი კონკურსი ნულიდან უნდა ჩატარდეს.