პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით, საგამოძიებო უწყებებს პირდაპირი ვალდებულება აქვთ, რომ არცერთი პასუხგაუცემელი კითხვა არ დატოვონ.
ამასთან, მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ ზოგიერთები ადამიანური ტრაგედიების პოლიტიკური კონიუნქტრურისთვის გამოყენებას ცდილობენ. გიორგი გახარიას არ დაუკონკრეტებია, ვის გულისხმობდა, თუმცა პრემიერი დარწმუნებულია, რომ საგამოძიებო ორგანოები საზოგადოების მხრიდან დასმულ ყველა კითხვას უმოკლეს ვადებში გასცემენ პასუხს.