სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში შენდობის წესი აღავლინა. პატრიარქმა შენდობის დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა. შენდობის წესის დროს ილია მეორემ თავად ითხოვა შენდობა.
"საკვირველია ადამიანი როგორ იტევს, იტანს თავის თავში ამდენ სიკეთეს და ბოროტებას, ამდენ სიხარულს და ამდენ მწუხარებას, მაგრამ ერთი რამ უნდა ვიცოდეთ, რომ სიკეთე მუდამ გამარჯვებული იქნება, მუდამ დათრგუნული იქნება ბოროტება და სამწუხაროა, რომ ჩვენ ვხედავთ მწუხარებას იმ ადამიანებისაგან, რომელთაც სიკეთეს ვუკეთებთ და ვზრუნავთ. მადლობა ღმერთს, რომ ღმერთი გვაძლევს მოთმინებას" , - ბრძანა პატრიარქმა.
როგორც ცნობილი იყო, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საკვირაო წირვასაც უნდა დასწრებოდა, თუმცა, მისმა ექიმმა განაცხადა, რომ პატრიარქი დილით სუსტად იყო და წირვას ვერ დაესწრო.