საქართველოს ეროვნული ლიგის 2019 წლის სეზონის გამარჯვებული თბილისის "დინამო" გახდა და ქვეყნის ჩემპიონობა მეჩვიდმეტედ მოიპოვა. თბილისელებმა ეროვნული ლიგის ბოლო, 36-ე ტურში "ვიტ-ჯორჯიას" ლევან კუტალიასა და არფან დაფეს გატანილი გოლებით 2:0 მოუგეს, ხოლო ბათუმის "დინამო" თბილისის "ლოკომოტივთან" 1:2 დამარცხდა -. თბილისის "დინამომ" 75 ქულა დააგროვა, ხოლო ბათუმის "დინამომ" 71 და ჩემპიონატი მეორე ადგილზე დაასრულა. ეროვნული ლიგის საუკეთესო ბომბარდირი 20 გატანილი გოლით, დინამოელი, ლევან კუტალია გახდა. მეორე ადგილზე კი 17 გოლით ბათუმის "დინამოს" ბრაზილიელი ლეგიონერი ჯოვინო ფლამარიონი გავიდა. თბილისის "ლოკომოტივმა" მე-4 პოზიცია დაიკავა და ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გასვლა გაინაღდა, რადგან თასის ფინალში "საბურთალოს" ეთამაშება, რომელიც მე-3 ადგილზე გავიდა.