ახალციხის რაიონის მცხოვრებმა 25 წლის მოქალაქემ სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტში, ცეცხლსასროლი იარაღი და სხვადასხვა ტიპის საბრძოლო მასალა ნებაყოფლობით ჩააბარა. შსს-ს ცნობით, წარმოდგენილ ნივთებში, გადაჭრილი სანადირო თოფი - ე.წ. „აბრეზი“, 63 საბრძოლო ვაზნა, 10 ხელყუმბარა, 4 ტანკსაწინააღმდეგო ხელყუმბარა და მსხვილკალიბრიანი ტანკსაწინააღმდეგო ჭურვია უწყების განმარტებით აღნიშნული პირი, 105-ე მუხლის 1-ლი ნაწილის "ლ" ქვეპუნქტის შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობიდან თავისუფლდება.