სამტრედიის ქუჩაზე მომხდარ დაჭრის ფაქტზე სამართალდამცველებმა ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს. შსს განცხადებით დაჭრა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ამ დროისთვის, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებისა და ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტებზე მიმდინარეობს.