საქართველოს ყველა სამთო-სათხილამურო კურორტზე დღეიდან მოთხილამურე პატრული მუშაობს. შინაგან საქმეთა მინისტრი ბაკურიანში, საპატრულო პოლიციის მოთხილამურე პატრულის თანამშრომლებს შეხვდა და სამუშაო პროცესთან დაკავშირებით დავალებები მისცა.ყველა სამთო-სათხილამურო კურორტზე საზოგადოებრივ წესრიგსა და დამსვენებელთა უსაფრთხოებას მოთხილამურე პატრული დაიცავს .მათ გზით მოსარგებლე პირთა წესების დაცვის კონტროლი და მოსწავლე–მოთხილამურეთა ვარჯიშის არეალის კონტროლი ასევე უსაფრთხოების ზომების დაცვა ევალება .პროექტის განხორციელება 2016 წლის იანვარში დაიწყო. სპეციალურად გადამზადებული 74 თანამშრომელი გუდაურის, მესტიის , ბაკურიანისა და გოდერძის უღელტეხილის სასრიალო ტრასებზე პატრულირებას სამთო-სათხილამურო ფორმის ტანსაცმლითა და სპეციალური ეკიპირებით განახორციელებს. მინისტრმა ახალი აღჭურვილობა, პატრულის თანამშრომლებს პირადად გადასცა.