სამთავრობო პროგრამის ფარგლებში ბაღდათის მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა - Palitra News

სამთავრობო პროგრამის ფარგლებში ბაღდათის მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა

2019-10-11 11:00:26+04:00

სამთავრობო პროგრამის ფარგლებში ბაღდათის მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა, სადაც ხელისუფლების წარმომადგენლებმა ადგილობრივებისაგან მათი საჭიროებების და პრობლემების შესახებ ინფორმაცია პირადად მოისმინეს და შეკითხვებს უპასუხეს.

შეხვედრაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა ადგილობრივებს ის პროგრამები გააცნო, რომელსაც სამინისტრო სოფლის მეურნეობის მიმართულებით ახორციელებს. როგორც მან შეხვედრისას აღნიშნა ყველა ის პრობლემა რომელიც მათ აწუხებს ეტაპობრივად მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით მოგვარდება.