სამთავრობო გუნდის ლიდერის კომპეტენციაა განსაზღვროს, სადაა საჭირო ოპტიმიზაცია და სად გარკვეული პრობლემები, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ლევან იზორიამ ჟურნალისტებს მთავრობის ახალი გუნდის წარდგენის შეფასებისას განუცხადა.
როგორც იზორიამ აღნიშნა, ის ამაყია, რომ არის სამთავრობო გუნდის წევრი, რომელსაც ღირსეული ლიდერი ჰყავს და რომელმაც ჩამოაყალიბა მომავალი 4 წლისთვის ქვეყნის განვითარების კონკრეტული გეგმა.