2016 წელს სმარტფონების გაყიდვებმა მსოფლიო მასშტაბით1 მილიარდ 488 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის მონაცემებს 3,3%-ით აღემატება. მიუხედავად იმისა, რომ გასული წლის მეოთხე კვარტალში ეფლის აიფოუნ 7 გაყიდვების ლიდერი იყო, წლის საბოლოო მონაცემებში Apple-მა მაინც ვერ შეძლო უშუალო კონკურენტის დამარცხება. შედეგად გასული წლის ყველაზე გაყიდვადი სმარტფონების მწარმოებელი სამხრეთ კორეული კომპანია Samsung გახდა, რომელმაც საერთო ჯამში 2016 წელს 309 მილიონი სმარტფონის რეალიზება შეძლო. 215,4 მილიონი ერთეული აიფოუნის რეალიზება მოახდინა ეფლმა, ხოლო სმარფონების გაყიდვების რეიტინგში მესამე პოზიცია ჩინურ კომპანია ჰუავეის ერგო 138,8 მილიონი გაყიდული სმარტფონით.