სამხრეთკორეული კომპანია "სამსუნგი" მოხმარებაში დარჩენილ Galaxy Note 7-ის მოდელის ტელეფონებს იძულებითი წესით გამორთავს. NBC-ის ინფორმაციით, 19 დეკემბერს პროგრამული უზრუნველყოფის ახალი ვერსია გამოვა, რომელიც ამ მოდელის ბატარეის დატენვას დაბლოკავს და ტელეფონებს მობილურ ქსელებთან და უსადენო ინტერნეტთან დაკავშირებას აუკრძალავს.