„სამსუნგი“ მომავალ წელს გამოუშვებს ტელეფონს, რომელიც ოთხად იკეცება და ჯიბეში მარტივად მოთავსდება. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
სამხრეთ კორეულმა კომპანიამ გასულ წელს Galaxy Fold გამოუშვა, რომლის ორ ნაწილად მოხრაა შესაძლებელი. ახალი ტელეფონი კი, მასთან შედარებით უფრო თხელი იქნება და მომხმარებელს მისი 4 ნაწილად დაკეცვა შეეძლება.
ამასთან, ჯერ-ჯერობით დაუდასტურებელი ინფორმაციით, ტელეფონს 2 უკანა და გაუმჯობესებული წინა კამერები ექნება. ამასთან, ახალ ტელეფონს მართკუთხედის ფორმა ექნება და აქამდე გამოსულ ყველა მოდელზე უფრო დიდი იქნება.