ავსტრალიური კონკურენციის დაცვისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის კომისიამ კომპანია Samsung Electronics-ის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართა. მარეგულირებლის ცნობით, ამის მიზეზი ბრენდის რეკლამა გახდა, რომელიც მომხმარებლებს აბნევს.საუბარია, სმარტფონ Galaxy-ის რეკლამაზე, რომელშიც სმარტფონები სრულად იძირებიან წყალში და მათ მუშაობაში ხარვეზი არ ჩნდება. თუმცა, მოგვიანებით მომხმარებლებმა მსგავსი „ჩაყვინთვების“ შემდეგ აპარატების მწყობრიდან გამოსვლაზე ჩივილი დაიწყეს. მწარმოებელმა პრეტენზიების დაკმაყოფილებაზე უარი განაცხადა. მარეგულირებელი კი აცხადებს, რომ ამ ტიპის რეკლამას მყიდველი მიზანმიმართულად შეჰყავს შეცდომაში. სარჩელმა შესაძლოა, მრავალმილიონიანი ჯარიმა გამოიწვიოს.