28 აპრილს ღონისძიებაზე კომპანია Samsung Electronics-ი აპირებს წარმოადგინოს „ყველაზე მძლავრი Galaxy“. გავრცელებულ განცხადებაში არ არის დაკონკრეტებული, რა მოწყობილობაზეა საუბარი, ვინაიდან Galaxy-ის ხაზში შედის როგორც სმარტფონები, ასევე პლანშეტები და ნოუთბუქები.
სამხრეთ-კორეელი ჟურნალისტების აზრით, ალბათობის მაღალი დონით სავარაუდოდ, საუბარია, ნოუთბუქებზე Galaxy Book Pro-სა და Galaxy Book Pro 360-ზე, ასევე Galaxy Book Go-ზე, რომელიც Snapdragon-ის უახლესი პროცესორითაა აღჭურვილი.
ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ეს მოხდება პირველად ისტორიაში, როცა Samsung-ი გამართავს საკუთარი წარმოების პერსონალური კომპიუტერების მსოფლიო პრეზენტაციას. შედეგად კომპანია აპირებს გაზარდოს ამ მოწყობილობების გაყიდვები იმ ფონზე, როცა ბევრგან მსოფლიოში ოფისები დისტანციურ მუშაობაზე გადავიდნენ.
მარკეტინგული კომპანია TrendForce-ის პროგნოზით, მიმდინარე წელს ნოუთბუქებზე გლობალური მოთხოვნა შეადგენს 218 მილიონს, რაც 8,1%-ით მეტი იქნება გასულ წელზე.