22:04
17 თებერვალი, 2020, ორშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
Samsung-მა ახალი კეცვადი ეკრანის სმარტფონი და Galaxy S20 წარადგინა
13-02-2020

სამხრეთ-კორეულმა კომპანიამ Samsung-მა სან-ფრანცისკოში ოფიციალურად წარადგინა სმარტფონი Galaxy S20 5G და ახალი კეცვადი ეკრანის სმარტფონი.

კომპანიის წარმომადგენლებმა Galaxy S20 5G-ის მოდელის სამი ვარიანტი წარადგინეს, ესენია: სტანდარტული Galaxy S20 5G, უფრო დიდი ეკრანით - Galaxy S20 Plus 5G და მესამე - ყველაზე დიდი ეკრანით Galaxy S20 Ultra 5G.

როგორც ყველა მათგანის სახელწოდებაში ჩანს, ისინი მეხუთე თაობის ქსელის გამოყენების საშუალებას იძლევიან. სმარტფონების შეკვეთები შტატებში 21 თებერვლიდან, გაყიდვები კი 6 მარტიდან დაიწყება, ყველაზე დაბალფასიანი მოდელი 999 დოლარი ეღირება.

ამასთან, კომპანიამ ღონისძიებაზე ახალი კეცვადი ეკრანის სმარტფონიც წარადგინა, მას ეწოდა Galaxy Z Flip. სმარტფონს სამი კამერა აქვს, 1 წინა მხარეს და ორიც უკან. ის  შავ, ოქროსფერ და იისფერ ფერებში იქნება ხელმისაწვდომი. მოდელის გაყიდვები შტატებში 14 თებერვალს დაიწყება, სასტარტო ფასი კი ათას 380 დოლარი იქნება.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები