Samsung Electronics-ის სუფთა მოგება მიმდინარე წლის მესამე კვარტალში 52%-ით 6 ტრილიონ 290 მილიარდ სამხრეთ კორეულ ვონამდე ანუ 5 მილიარდ 400 მილიონ დოლარამდე შემცირდა.
ამის მიზეზი კი კომპანიის მიერ წარმოებულ ჩიპებზე მოთხოვნის შემცირება გახდა. ცნობისთვის, ერთი წლით ადრე კომპანიის მოგება 13 ტრილიონი 150 მილიარდი ვონი იყო.
საანგარიშო პერიოდში, კომპანიის საოპერაციო მოგებამ 7 ტრილიონ 780 მილიარდი ვონი შეადგინა, მაშინ როცა გასულ წელს 17 ტრილიონ 570 მილიარდი ვონი იყო. რაც შეეხება შემოსავლებს, Samsung-მა მესამე კვარტალში 5,3%-ით ნაკლები შემოსავალი მიიღო და 62 ტრილიონი ვონი შეადგინა.
აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების შემდეგ Samsung-ის აქციებიზე ფასი არ შეცვლილა. აღსანიშნავია, რომ კომპანიის კაპიტალიზაცია მიმდინარე წელს 30%-ით არის გაზრდილი და 347 ტრილიონ ვონს უდრის.