06:20
27 ნოემბერი, 2020, პარასკევი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
Samsung-ის ხელმძღვანელის მემკვიდრეები რეკორდულ თანხას გადაიხდიან
27-10-2020

კვირას გარდაცვლილი Samsung -ის ხელმძღვანელის ლი გონ ხის მემკვიდრეები კორეის რესპუბლიკისთვის რეკორდულ გადასახდელს გადაიხდიან. ეს არის გადასახდელი მემკვიდრეობაზე. ამის შესახებ სააგენტო Yonhap-ი წერს.

მათი ცნობით, ლი გონ ხის საფონდო აქტივები 18 ტრილიონ ვონს ანუ 15 მილიარდ 900 მილიონ დოლარს შეადგენს, საიდანაც 10 ტრილიონი ვონი გადასახდელის სახით უნდა გადაიხადონ. ამასთან, რესპუბლიკის კანონების თანახმად, მემკვიდრეები შეძლებენ გადასახდელი 5 წლით გადაავადონ. Samsung-ის გარდაცვლილ შეფს მეუღლე და ორი ქალიშვილი დარჩა.

Samsung-ის ხელმძღვანელი სეულში საავადმყოფოში კვირას გარდაიცვალა.

ლი გონ ხი კომპანია Samsung Group-ის ხელმძღვანელია 1987 წლიდან. ის 2016 წელს ჟურნალმა Forbes-მა სამხრეთ კორეის უმდიდრეს ადამიანად დაასახელა. ამავე გამოცემის შეფასებით, 2020 წლის ოქტომბრისთვის მისი ქონება 20 მილიარდ 900 მილიონ დოლარად არის შეფასებული.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები