თებერვალში წარმოდგენილი Samsung Galaxy Fold, რომელიც რბილეკრანიანი პირველი სმარტფონია კომპანიის სამოდელო ხაზში, არ იქნება ერთადერთი კეცვადი ეკრანის მქონე სმარტფონი. Bloomberg-ის ცნობით, კომპანია სამომავლოდ მინიმუმ, ორი ამ ტექნოლოგიის სმარტოფნის გამოშვებას აპირებს.
გამოცემის წყაროს ცნობით, Samsung-ი ამ პროდუქტებზე უკვე მუშაობს, პირველი მათგანი წლის ბოლომდე გამოვა, რომელსაც ვერტიკალურად კეცვადი ეკრანი ექნება. რაც შეეხება მეორე მოდელს, მან უნდა მიიღოს ისეთივე ტრანსფორმაციის მექანიზმი, როგორიც აქვს ახლახან წარმოდგენილ Huawei Mate X-ს. მისი გამოსვლა მომავალ წელს არის დაგეგმილი.
გავრცელებული ხმებით, კეცვად სმარტფონს მალე წარმოადგენს Lenovo. უკვე იმასაც ამბობენ, რომ მისთვის ეკრანების მიწოდებას Samsung-ი განახორციელებს. ასევე გავრცელებული ხმებით სამხრეთ კორეულ კომპანიას კეცვადი ეკრანების მიწოდების შესახებ შეკვეთები Apple-მ და Google-მაც მისცეს. შედეგად კომპანია ცდილობს, გახდეს კეცვადი ეკრანების ყველაზე მსხვილი მიმწოდებელი მსოფლიოში. ამ მომენტისთვის მას წლიურად 2 მილიონ 400 ათასი მსგავსი ეკრანის მიწოდება შეუძლია, თუმცა მაღალი მოთხოვნის პირობებში მის გაზრდას 10 მილიონამდე შეძლებს.