სამხრეთ-კორეული კომპანია Samsung Electronics-ი 23 სექტემბერს აპირებს ოფიციალურად წარმოადგინოს მის სმარტფონების ხაზში ფლაგმანი მოდელის - Galaxy S20-ის ბიუჯეტური ვერსია. ამის შესახებ სააგენტო Yonhap-ი წერს.
სააგენტო წერს, რომ პრეზენტაციისას კომპანია წარმოადგენს ჯერ კიდევ თებერვალში წარმოდგენილი ფლაგმანის Galaxy S20-ის უფრო დაბალფასიან ვერსიას, რომელსაც ამავე სააგენტოს ინფორმაციით, ეწოდება Fan Edition-ი.
მოსალოდნელია, რომ Galaxy S20 FE გაყიდვაში ჩაეშვება უკვე ოქტომბრიდან და მისი ფასი 675-760 დოლარის ფარგლებში იქნება, მაშინ როცა მისი სტანდარტული ვერსია ათასი დოლარია.