სამხრეთ კორეული კომპანია Samsung Electronics-ი ჩინეთში მოქმედ მობილური ტელეფონების მწარმოებელ ერთ-ერთ ქარხანას დახურავს. ამის მიზეზად კი სმარტფონების ბაზარზე კომპანიის პროდუქციაზე მოთხოვნის კლება სახელდება.ცნობისთვის, მიმდინარე წლის განმავლობაში კომპანიის წილი ჩინეთის სმარტფონების ბაზარზე 1%-ით შემცირდა. ქარხნის გაჩერება, სადაც 2 ათას 600 ადამიანი იყო დასაქმებული, წლის ბოლომდე იგეგმება. კომპანია საწარმოში წლიურად 36 მილიონ სმარტფონს აწარმოებდა.