კომპანია Samsung -ის Galaxy S10-ზე ახალი ინფორმაცია ვრცელდება, რომლის მიხედვითაც ახალი მოდელს 6 კამერა ექნება. როგორც The Wall Street Journal-ი წერს, ახალ სმარტფონზე მუშაობა მიმდინარეობს კოდური სახელწოდებით Beyond X. ახალ მოდელს 6,7-დიუმიანი ეკრანი და 5G ქსელის მხარდაჭერა ექნება. ამასთან, კომპანია გეგმავს დამატებით სამი სმარტფონის გამოშვებას, რომელთა ეკრანის დიაგონალი 5,8 და 6,4 დიუმებს შორის იქნება.ოთხივე მოდელის გამოშვება დაგეგმილია მომავალი წლის თებერვალში, სწორედ ამ ღონისძიებიდან ერთი თვის შემდეგ დაიწყება რბილეკრანიანი ე.წ დასაკეცი ეკრანის მქონე მოდელის წარმოება, რომლის კონცეფციაც კომპანიამ გასულ თვეს უკვე წარმოადგინა.ამასთან, სექტემბერში კომპანიამ გამოაცხადა, რომ არ გეგმავს დაბალბიუჯეტიანი Galaxy J ხაზის სმარტფონების წარმოებას. წყაროს ცნობით, მათ ნაცვლად კომპანია გააფართოვებს Galaxy A ხაზს, რომელიც დიდი წარმატებით იყიდება. ამავდროულად, საუბარია სრულიად ახალი Galaxy M ხაზის წარმოდგენაზეც. აღნიშნული გადაწყვეტილებებს „სამსუნგი“ აზიის ბაზარზე არსებული მაღალი კონკურენციით ხსნის.