Samsung-ის პირველი კეცვადი სმარტფონი Galaxy Fold-ი ეკრანის ხარვეზის გამოსწორების შემდეგ კვლავ მზადაა ბაზარზე გასასვლელად. კომპანიის განცხადებით, მისი დახლებზე დაბრუნება სექტემბერში მოხდება. როგორც ცნობილია, Galaxy Fold გაყიდვაში აპრილში უნდა გამოსულიყო, თუმცა, წინასწარი სატესტო ვარიანტების ჩაშვების შემდეგ გაირკვა, რომ მისი ეკრანი, იმ ადგილებში სადაც იკეცებოდა, მყიფე და მტვრევადი იყო. ახლა კი, კომპანია აცხადებს, რომ ეს პრობლემა გამოასწორა და 2 ათას დოლარიანი სმარტფონი ბაზარზე დასაბრუნებლად მზადაა.
როგორც ცნობილია, ანალოგიური ფუნქციის სმარტფონებზე ჩინური კომპანიები Huawei და Xiaomi-ც მუშაობდნენ. მართალია ორივე მათგანმა საკუთარი კეცვადი სმარტფონების პროტოტიტები უკვე წარმოადგინეს. თუმცა, აღნიშნული მოდელები ბაზარზე გასაყიდად ოფიციალურად ჯერ მათაც არ გაუტანიათ.