რუსთავის საქალაქო სასამართლოში, გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული გიორგი ჭანტურიას სასამართლო პროცესი გაიმართა. სხდომაზე ბრალდების მხარემ საქმის მეორე ეპიზოდზე მტკიცებულებები წარადგინა, კერძოდ, რუსთავში, ყაზბეგის ქუჩაზე, ჭანტურიას საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმი, ასევე ჩხრეკის ამსახველი ვიდეომასალა. გიორგი ჭანტურიას ადვოკატების განცხადებით, აპრილიდან უკვე დაცვის მხარე წარმოადგენს არაერთ წერილობით მტკიცებულებას და ათეულობით მოწმეს, რომელიც გიორგი ჭანტურიას უდანაშაულობას ადასტურებს.