საქართველოში უცხოეთიდან კიდევ 157 მოქალაქე დაბრუნდა. ამჯერად სპეციალური რეისი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ათენიდან განხორციელდა. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ მგზავრები, სპეციალური ავტობუსების მეშვეობით, სასტუმროებში - "ველმონდსა" და "სითიში" მოწყობილ საკარანტინე სივრცეებში გადაიყვანეს, სადაც ისინი 14 დღიან სავალდებულო კარანტინს გაივლიან და 24-საათიანი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან.
ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საქართველოს მასშტაბით ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით 84 სასტუმროში საკარანტინო სივრცეების მოწყობას გაუწია ორგანიზება. ამ დროისთვის საკარანტინო სივრცეებში 3519 ადამიანია განთავსებული.