სამშობიარო სახლ "ნინოში" მშობიარობის შემდეგ 35 წლის ქალი გარდაიცვალა. როგორც სამშობიარო სახლის დირექტორმა ნინო კაკულიამ განუცხადა, პაციენტს მშობიარობის შემდეგ სისხლდენა დაეწყო, რის გამოც მისი ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში გადაყვანა გახდა საჭირო. ახალგაზრდა ქალი სწორედ ღუდუშაურის კლინიკაში დაიღუპა. ნინო კაკულიას ინფორმაციით, პაციენტის დაღუპვის ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. მისივე განმარტებით, ღუდუშაურის სახელობის სამედიცინო ცენტრში ოპერაციის დაწყების შემდეგ 35 წლის ქალს გული გაუჩერდა, რის მიზეზსაც ამჟამად ექსპერტიზა ადგენს. დირექტორის თქმით, საქმეში ჩართულია ჯანდაცვის სამინისტრო და საპარტულო პოლიცია.