მთავრობის 10 ივლისის დადგენილებით, სამშენებლო დოკუმენტში გარკვეული ცვლილებების შედეგად, პირს ახალი სამშენებლო ნებართვის აღება დასჭირდება. კერძოდ, დადგენილების მიხედვით, დაუშვებელია სამშენებლო დოკუმენტის იმგვარი ცვლილება, რომელიც შეთანხმებული ობიექტის განაშენიანების ფართობის 20%-ზე მეტად შეცვლას ან ამ ობიექტის ფუნქციის ცვლილებას ითვალისწინებს.
შესაბამისად, როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ასეთ შემთხვევაში, მშენებლობის ნებართვის აღების პროცედურა ახლიდან იქნება დასაწყები.მთავრობის გადაწყვეტილებით, დადგენილება გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა.