ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო საზღვარზე, საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევისა და ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტის დამზადება - გამოყენების ფაქტი გამოავლინა. დაკავებულია ორი პირი.
უწყების ინფორმაციით, ერთ-ერთი კომპანიის წარმომადგენლებმა საქართველოში შემოიტანეს 41 286 ლარის ღირებულების სამშენებლო მასალა, რომელიც მოაქციეს საბაჟო სასაწყობო რეჟიმში მოსაკრებლების გადახდის გარეშე.
დანაშაული სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 8-დან 11 წლამდე ვადით ითვალისწინებს.