სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა კვარტალთან შედარებით 6.6 პროცენტით შემცირდა. აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 20.4 პროცენტიანი კლებით, რამაც მთლიან ინდექსზე -6.24 (მინუს) პროცენტული პუნქტით მოახდინა ზეგავლენა.ამასთან, „საქსტატის“ ცნობით, წინა წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი 1.5 პროცენტით არის გაზრდილი. ინდექსის ზრდა, ძირითადად, გამოწვეული იყო სამშენებლო მასალებზე ფასების 2.3 პროცენტიანი ზრდით, რაც 1.38 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე.