"სამშენებლო კომპანიებს, დაინტერესების შემთხვევაში, მიეცემათ შესაძლებლობა, ავარიული კორპუსებისა და დაუმთავრებელი სამშენებლო ობიექტების ნაცვლად, უფრო მაღალი შენობა-ნაგებობები ააშენონ", – ამის შესახებ თბილისი მერმა კახა კალაძე სოციალურ ქსელში ვიდეოდიალოგის მიმდინარეობისას განაცხადა.კალაძის თქმით, დედაქალაქში სხვადასხვა ხარისხის ავარიული შენობა-ნაგებობებია, ამიტომ, K2 კოეფიციენტის ყიდვის გაუქმების პარალელურად, მიღებულია გადაწყვეტილება, რომელიც ავარიული სახლებისა და დაუსრულებელი მშენებლობების ჩანაცვლების შემთხვევაში, შენობების სიმაღლის მატებას ითვალისწინებს. თბილისის მერის თქმით, დედაქალაქში 170-ზე მეტი დაუსრულებელი სამშენებლო ობიექტია, რომელთა მესაკუთრეები წლებია, საცხოვრებელ ფართებს ელოდებიან.