დედაქალაქში მეორე, მესამე და მეოთხე კლასის ობიექტებზე არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალების, სამშენებლო პროექტისა და განაშენიანების რეგულირების გეგმის მომზადება სერთიფიცირებას დაექვემდებარება. ამის შესახებ, თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ყველა აღნიშნული დოკუმენტაცია ძალიან მნიშვნელოვანია და მაღალკვალიფიციურ დონეზე მომზადებას საჭიროებს. ამასთან, კალაძემ ვიცე მერს პარლამენტთან ერთად საკანონმდებლო ცვლილებებისთვის კანონპროექტის მომზადება უკვე დაავალა.