სამედიცინო და ინერტული ნარჩენებით გარემოს დაბინძურებისთვის ჯარიმები იზრდება. როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ჯარიმების გაზრდით მერია სერიოზულ პრობლემას მოაგვარებს.
სახიფათო სამედიცინო ნარჩენების შემთხვევაში ფიზიკური პირი 500 ლარის ნაცვლად დაჯარიმდება 5000 ლარით, იურიდიული პირი 1000 ლარის ნაცვლად დაჯარიმდება 10 000 ლარით.
რაც შეეხება სამშენებლო და სხვა სახის ინერტიულ ნარჩენებს, ფიზიკური პირი, რომელიც აქამდე 200 ლარით ჯარიმდებოდა, დაჯარიმდებიან 5000 ლარით, ხოლო იურიდიული პირი ნაცვლად 1500 ლარისა, დაჯარიმდება 15 ათასი ლარით,