10:00
25 ივნისი, 2019, სამშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებისთვის საჯარო მოხელეებმა ყველაზე ხშირად სასამართლოს შსს წინააღმდეგ მიმართეს - საია
14-12-2017

სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლების მოტივით საჯარო მოხელეთა ყველაზე ხშირი მიმართვიანობა სასამართლოში, შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგაა. სარჩელების რაოდენობა სულ სამინისტროების მიხედვით 321-ს შეადგენს. შესაბამის კვლევას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აქვეყნებს. სარჩელების რაოდენობა სამინისტროების მიმართ შემდეგნაირია - შინაგან საქმეთა სამინისტრო - 142, თავდაცვის სამინისტრო - 98, სასჯელაღსრულების სამინისტრო - 30, ლტოლვილთა სამინისტრო- 15, კულტურის სამინისტრო - 12, განათლების სამინისტრო - 7, ინფრასტრუქტურის სამინისტრო - 6, ჯანდაცვის სამინისტრო - 4, საგარეო საქმეთა სამინისტრო - 2, გარემოს დაცვის სამინისტრო - 2, სოფლის მეურნეობის სამინისტრო - 2 და სპორტის სამინისტრო - 1. ასეთივე სარჩელების რაოდენობა თვითმმართველი ქალაქების მიხედვით სულ 61-ს შეადგენს. კერძოდ: თბილისის მერია - 28, ქუთაისის მერია - 18, რუსთავის მერია - 10, ფოთის მერია - 8, თბილისის საკრებულო - 7, რუსთავის საკრებულო - 1, ბათუმის მერია - 1. კვლევა 2012 წლის 1-ელი იანვრიდან 2017 წლის 1-ელი ნოემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს.

AutoPlay
პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია დღეს, 19.00 საათზე განახლდება
გამოქვეყნდა 2 წუთის წინ
რუსეთი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობას განაახლებს
გამოქვეყნდა 53 წუთის წინ
რიყეზე დაშავებული კიდევ ერთი ტურისტი საავადმყოფოში გარდაიცვალა
გამოქვეყნდა 58 წუთის წინ
აქციის მონაწილეებმა პარლამენტს ცოცხალი ჯაჭვი შემოავლეს
გამოქვეყნდა 9 საათის წინ
"მაკო! მაკო! მაკო!" - აქციის მონაწილეები 18 წლის მაია გომურის სახელს სკანდირებენ, რომელმაც 20-21 ივნისის მოვლენებისას თვალი დაკარგა
გამოქვეყნდა 11 საათის წინ
აქციის მონაწილეებმა გიორგი გახარიას ბიუსტს ცალი თვალი წითელი ლენტით აუხვიეს
გამოქვეყნდა 11 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები