"სამოქალაქო განვითარების სააგენტოს" (სიდას) სამსახურიდან გაშვებული თანამშრომელი, ლიკა კასრაძე ორგანიზაციას გენდერულ დისკრიმინაციასა და თაღლითობაში ადანაშაულებს. ლიკა კასრაძე "პალიტრა ნიუსთან" საუბარში აცხადებს, რომ ის, ქალთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციიდან სამი თვის ორსული და ორი წლის ასაკის ბავშვის დედა სამსახურიდან გაუშვეს. მისი თქმით, აღმოაჩნია, რომ ორგანიზაციის საქაღალდეებში ინახებოდა მისი სახელით დადებული შრომითი ხელშეკრულებების მთელი რიგი, საიდანაც მხოლოდ ერთ ხელშეკრულებაზე აქვს ხელი მოწერილი, დანარჩენ შრომით ხელშეკრულებებზე კი სხვა პირის ხელმოწერებია. ორგანიზაციის კიდევ ერთი ყოფილი თანამშრომლის, ნაზი ბურდილაძიის ინფორმაციით, ხელმოწერებთან დაკავშირებით მსგავსი დარღვევები მასთან დაკავშირებითაც დაფიქსირდა, რის გამოც ორგანიზაცია დატოვა. მათი ინფორმაციით, პროტესტის ნიშნად სიდა კიდევ 5-მა თანამშრომელმა დატოვა.