კანადაში მდებარე მცირე საოჯახო ბიზნესი უნიკალური მეთოდით ცდილობს თანამშრომლები აიყვანოს. სამსახურთან ერთად საცხობი უფასოდ საცხოვრებელსაც სთავაზობს. კეიპ ბრეტონი კუნძულია, რომელიც კანადის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. პატარა დასახლებას ბედნიერებისთვის ყველაფერი აქვს, ერთადერთი რამ რის ნაკლებობასაც ის განიცდის - არიან ადამიანები. კუნძულის მოსახლეობა მხოლოდ 150 ათასია და ეს ციფრი ყოველწლიურად უფრო და უფრო მცირდება. შესაბამისად, ადგილობრივმა ბიზნესმენებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მუშა ხელის მოსაზიდად მსურველები საცხოვრებელი მიწითაც უზრუნველყონ. ამიტომ, ყველა ადამიანი ვინც გადაწყვეტს, რომ კანადაში სურს გადასვლა, სამსახურს და რამდენიმე ჰექტარ მიწას მიიღებს.