სამსახურეობრივი გულგრილობის ფაქტზე სუს-მა 5 პირი ამხილა. სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოადგილე როვშან მამედოვი, გამგებლის მრჩეველი მიწის საკითხებში ნოდარ ბულისკირია, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო, ეკონომიკურ საკითხთა და ქონების მართვის კომისიის ყოფილი თავჯდომარე ვალერიან ივანიაშვილი,ამავე საკრებულოს ყოფილი წევრი ბაკურ ბადრიძე და ამავე მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა დაგაწვევის სამსახურის ყოფილი მთავარი სპეციალისტი ეკატერინე აფციაური.